სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა
საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიგა კიკვაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა ქალაქის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის, დეველოპერული კომპანიების მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტები განიხილეს.
საკითხები, რომლებიც კომისიის წევრებს მერიის არქიტექტურის სამსახურის იურიდიულ საკითხთა რეგულირებისა და სისტემატიზაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან კანდელაკიშვილმა გააცნო, დეპუტატების გადაწყვეტილებით ბიუროს გადაეცა.