მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება
რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ.
მუნიციპალური სერვისების ცენტრში, რუსთავის მცხოვრებლებს ამჯერად, გიორგი ტუხაშვილი, ზაზა ტოგონიძე, სოფიო მაჭარაშვილი, მიხეილ ბერუაშვილი და ბაჩუკი ჩიჩუა შეხვდნენ. დიალოგის რეჟიმში მიმდინარე შეხვედრებზე ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებულ საჭიროებებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.







