ქალაქის მცხოვრებლებთან შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს
მოქალაქეებთან ყოველთვიური შეხვედრების ფარგლებში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები გიორგი ჭყონდიდელის, ცამეტი ასურელი მამის, ილია ჭავჭავაძის, ჟიული შარტავას და ნიკოლოზ ბარათაშვილის ოლქის მცხოვრებლებს შეხვდნენ.
მოქალაქეთა მიღება მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა. რუსთაველების საჭიროებები დეპუტატებმა დიალოგის რეჟიმში განიხილეს და გადაჭრის გზები მათთან ერთად დასახეს.
დღის განმავლობაში, მოსახლეობას დეპუტატები გიგა კიკვაძე, ბაჩუკი ჩიჩუა, გიგა ვეფხვაძე, კარლო ნოდია და მიხეილ მუზაშვილი შეხვდნენ.







