ცხელი ხაზი 13 00

სამუსიკო სკოლების პედაგოგებს ხელოვნების სასახლის კონცეფცია წარუდგინეს

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა და ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სამუსიკო სკოლების პედაგოგებს, კულტურული პროექტების მართვის სამსახურთან ერთად, ხელოვნების სასახლის კონცეფცია წარუდგინეს.

ხელოვნების სასახლე მულტიფუნქციური იქნება, რომელიც გააერთიანებს სამ სამუსიკო სკოლას. ადგილზე 350 მაყურებელზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი, მუსიკალური ლიტერატურის მედიათეკა და სახელოვნებო მიმართულებების სივრცეები მოეწყობა. შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. აღნიშნული პროექტი ქალაქის განვითარების ახალი გეგმის ნაწილია.