რუსთავში განათლების რეფორმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
რუსთავში განათლების რეფორმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. პედაგოგებსა და მოსწავლეების მშობლებს რეფორმის ძირითადი მიმართულებები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გააცნო.
შეხვედრას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მუზაშვილი, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული და რუსთავის მერის მოადგილეები დაესწრნენ.
მინისტრმა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის როლზე ისაუბრა და დეტალურად განიხილა რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტები. ყურადღება გამახვილდა რუსთავის საუნივერსიტეტო ქალაქად ჩამოყალიბების საკითხზე.
განათლების რეფორმის განხილვის ფარგლებში მშობლებმა მინისტრს კითხვები დაუსვეს და მათთვის აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.





