Hot Line 13 00

სტაჟირების პროგრამის ,,წარმოადგინე შენი ქალაქი” მონაწილეები რუსთავის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდნენ

სტაჟირების პროგრამის ,,წარმოადგინე შენი ქალაქი” მონაწილეები რუსთავის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდნენ.

გრიგოლ ვეფხვაძემ ახალგაზრდებს ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის, ბიუჯეტის დამტკიცების სპეციფიკა გააცნო, თემატური პრეზენტაცია წარუდგინა და მათი მოსაზრებები მოისმინა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ერთობლივი პროექტი მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება და მონაწილეებს ორენოვანი სერთიფიკატები გადაეცემათ.