რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი ,,ქართული” დაიწყო
რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი ,,ქართული” დაიწყო.
,,ქართული-2026″ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას ეძღვნება – ფესტივალი რუსთავის ტაძრების მგალობელთა გუნდის მიერ შესრულებული ქართული საგალობლებით გაიხსნა და სპეციალური პროგრამით გაგრძელდა.
რუსთავის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, საფესტივალო სივრცეში, მოწყობილია სამრეწველო და კულინარიული კუთხეები და ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო პავილიონები.
ყველაზე ქართულმა დღეებმა წელს საერთაშორისო სტატუსი შეიძინა – მონაწილეებს შორის ქართულ დიასპორებში მოქმედი ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლები არიან გერმანიიდან, საბერძნეთიდან და შვედეთიდან.
ფესტივალი 20 ივნისს საზეიმოდ დაიხურება.
პროექტის მიზანია ქართული-ხალხური ცეკვის პოპულარიზაცია, ქორეოგრაფიული ანსამბლების შემოქმედებითი არეალის გაფართოება, მათი განვითარება, შემოქმედებითი ჯგუფების დამეგობრება და გამოცდილების გაზიარება. „ქართული“ რუსთავის მერის ინიციატივით, 2024 წელს დაარსდა.























