საკრებულოს დეპუტატები მოქალაქეებთან ყოველთვიურ შეხვედრებს განაგრძობენ
საკრებულოს დეპუტატები მოქალაქეებთან ყოველთვიურ შეხვედრებს განაგრძობენ.
მუნიციპალური სერვისების ცენტრში მოქალაქეთა მორიგი მიღება, გიორგი ტუხაშვილმა, ზაზა ტოგონიძემ, მიხეილ ბერუაშვილმა, გიორგი კოკაიამ, სოფიო მაჭარაშვილმა და ლელა ლუარსაბიშვილმა გამართეს.
შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა საცხოვრებელ უბნებში არსებულ საჭიროებებზე, მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებულ სერვისებზე და ინდივიდუალურ საკითხებზე.
17 ივნისს, მოქალაქეთა მიღებას გრიგოლ ვეფხვაძე, კარლო ნოდია, გიგა კიკვაძე, ბაჩუკი ჩიჩუა და მიხეილ მუზაშვილი გამართავენ.







