ქუჩების დამისამართების საკითხებთან დაკავშირებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ქუჩების დამისამართების საკითხებთან დაკავშირებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, რომელსაც გიგა კიკვაძე უძღვებოდა, სამუშაო ჯგუფის მიერ უკვე განხორციელებული საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო აქტივობებზე იმსჯელეს.
ამ ეტაპზე, სახელის მინიჭება ორ ქუჩაზე იგეგმება, რომლებიც მე-12 და მე-19 მიკრორაიონებში მდებარეობს. აღნიშნულ მისამართებზე ჯგუფის წევრებმა მოსახლეობასთან უკვე გამართეს საინფორმაციო შეხვედრები და დაარიგეს სპეციალური ბარათები, რომელთა საშუალებითაც მოქალაქეებმა საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები დააფიქსირეს.
პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ჩართულობის უზრუნველსაყოფად, სამუშაო ჯგუფის წევრები მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს კიდევ ორ ლოკაციაზე გამართავენ.
შეხვედრას „რუსთავის კორპუსისა“ და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.











