თურქეთის დამეგობრებული ქალაქის, ინეგოლის ოფიციალურ დელეგაციის ვიზიტი რუსთავში

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა და ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მოადგილეებთან ერთად, თურქეთის დამეგობრებული ქალაქის, ინეგოლის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლეს.

შეხვედრაზე ინეგოლსა და რუსთავს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

სტუმრების ვიზიტი რუსთავში ქართული ქორეოგრაფიის კონკურს-ფესტივალის ,,ქართულის” ფარგლებში შედგა – დელეგაციის შემადგენლობაში ინეგოლის მერის მოადგილე, საკრებულოს წევრები და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები არიან.

დელეგაციის წევრები, რუსთავში სამი დღის განმავლობაში დარჩებიან, დაესწრებიან ქორეოგრაფიული ფესტივალის დახურვის ღონისძიებას და თანამედროვე ქალაქთან ერთად, რუსთავის ისტორიულ მუზეუმს და ციხეს დაათვალიერებენ და მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციას გაეცნობიან.

რუსთავი და ინეგოლი 1993 წლიდან დამეგობრებული ქალაქები არიან.

თურქეთის რესპუბლიკაში დაფუძნებული პირველი ქართული სათვისტო სწორედ ინეგოლშია – ქალაქში მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტი ეთნიკურად ქართული წარმომავლობისაა.