რუსთავში, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციის პროექტის მესამე ეტაპი დაიწყო
რუსთავში, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციის პროექტის მესამე ეტაპი დაიწყო.
ხრამი-რუსთავის წყალსადენზე მიმდინარე სამუშაოებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და კომპანია GWP-ის ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე ადგილზე გაეცნენ.
მხარეებმა, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები და მიმდინარე წლის გეგმა, მოგვიანებით, მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
პროექტის ფარგლებში 1 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალური მილსადენი შეიცვლება.
კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი’’, მიმდინარე წელს, რუსთავში 15 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ცენტრალური მაგისტრალის გარდა, იგეგმება ქსელური წყალსადენების და წყალარინების რეაბილიტაციაც. გათვალისწინებულია რუსთავის წყალმომარაგების სისტემისთვის, ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროს შექმნაც, რაც ქალაქის წყალმომარაგების სტაბილურობის დამატებითი გარანტია იქნება.







