ცხელი ხაზი 13 00

რუსთაველი მხატვრის – გურამ მღებრიშვილის ნამუშევართა პერსონალური გამოფენა პირველად გაიხსნა

რუსთავის ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეაში, რუსთაველი მხატვრის – გურამ მღებრიშვილის ნამუშევართა პერსონალური გამოფენა პირველად გაიხსნა.

ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს მხატვართა კავშირის წარმომადგენლები და რუსთაველი მხატვრები დაესწრნენ.

გამოფენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება. მხატვრის მიერ შესრულებული ხატები და საქართველოს ისტორიის ამსახველი ფერწერა საგამოფნო სივრცეში 28 მაისამდე იქნება წარმოდგენილი.

გურამ მღებრიშვილი, თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია, წლების განმავლობაში მუშაობდა რუსთავის თეატრში, არის მხატვართა გაერთიანების – ,,გამა” დამფუძნებელი. ხელოვანს, 26 სპექტაკლი აქვს გაფორმებული და მოხატული აქვს არაერთი ეკლესია-მონასტერი.

ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეა რუსთავში ორი წლის წინ გაიხსნა და უკვე ათობით სხვადასხვა ექსპოზიციას უმასპინძლა.