ცხელი ხაზი 13 00

საკრებულოში GWP-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით GWP-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა წყალმომარაგების კომპანიის მიერ ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა მელიქიშვილის ქუჩის ჩიხებში და ლომოურის ქუჩის გასასვლელებში საკომუნიკაციო და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.

საუბარი შეეხო ქუჩების დამისამართების პროცესში მხარეების ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის საკითხს.

სხდომაზე დეპუტატებმა, კომპანიის წარმომადგენლებთან, თავიანთ სამაჟორიტარო ოლქებში, წყალსადენი სისტემების მიმართულებით არსებული საჭიროებები წარმოადგინეს. გამოიკვეთა ურთიერთანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მარინა ლიპარტელიანი, მიხეილ მუზაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატები, გიგა კიკვაძე, სოფიო მაჭარაშვილი, ბაჩუკი ჩიჩუა და კარლო ნოდია, ასევე, კომპანიის ადგილობრივი საოპერაციო ცენტრის მენეჯერი, მიხეილ ცირდავა და კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.