ცხელი ხაზი 13 00

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდა

რუსთავის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გიგა კიკვაძე სტუდენტური სტაჟირების პროგრამის „წარმოადგინე შენი ქალაქი“ მონაწილეებს შეხვდა.

ახალგაზრდები კომისიის სტრუქტურას და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნენ და მათთვის საინტერესო საკითხები ინტერაქციულ რეჟიმში განიხილეს. საუბარი შეეხო ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ პროექტებს და სიახლეებს.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარესთან გაიმართება.