ცხელი ხაზი 13 00

მოსახლეობასთან ყოველთვიური შეხვედრები გრძელდება

რუსთავის საკრებულოს დეპუტატები მოსახლეობასთან პირდაპირ კომუნიკაციას აქტიურად განაგრძობენ.

მოქალაქეთა მორიგი მიღება შოთა რუსთაველის, ძველი რუსთავის, ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის და იაკობ ცურტაველის სახელობის ოლქის მაჟორიტარებმა გამართეს.

შეხვედრები მუნიციპალური სერვისების ცენტრში დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძირითადი ყურადღება მოსახლეობის ინდივიდუალურ საჭიროებებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო შიდა-საუბნო და სოციალურ საკითხებს.

მომდევნო ეტაპზე მოქალაქეებს ილია ჭავჭავაძის, ჟიული შარტავას, გიორგი ჭყონდიდელის, 13 ასურელი მამის და ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ოლქის დეპუტატები შეხვდებიან – მიღება 13 მაისს, დილის 10:00 საათიდან დაიწყება.