Hot Line 13 00

ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა ჩატარდა

საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის კარლო ნოდიას ხელმძღვანელობით კომისიის რიგით N5 სხდომა ჩატარდა.

კომისიის წევრებმა განიხილეს საკითხები რომელიც ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე დასრულებულ მშენებლობებს და მოქალაქეების მიერ აუქციონის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების დადასტურებას ეხებოდა.

საკითხები კომისიის წევრებს მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახურის უფროსის მოადგილე გია ანთაურმა გააცნო. სხდომაზე განხილული საკითხები დადებითად შეფასდა და ბიუროს გადაეცა.