ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე კარლო ნოდია ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე დეპუტატებმა კერძო კომპანიების მიერ აუქციონის ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხზე იმსჯელეს.

კომისიამ ასევე განიხილა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და გეგმაში ცვლილებების შეტანის საკითხი.

საკითხები კომისიის წევრებს მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილე გია ანთაურმა გააცნო. განხილული საკითხები დადებითად შეფასდა და ბიუროს გადაეცა.