Hot Line 13 00

მე-19 მიკრორაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო

რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მორიგი მასშტაბური პროექტი ხორციელდება – ამჯერად გზის ახალი საფარი მე-19 მიკრორაიონში დაიგება.

სამუშაოების მიმდინარეობა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა და ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

ადგილზე, საავტომობილო გზა 5600-ზე მეტ კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება. გათვალისწინებულია სანიაღვრე სისტემის, ტროტუარების, გარე განათების ახალი ქსელის, მწვანე სივრცეების და ადაპტირებული საგზაო ნიშნების მოწყობა.

1 554 439 ლარის ღირებულების პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.