საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარინა ლიპარტელიანი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალი პროექტის – „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო.
ღონისძიება, რომელიც 21-ე საჯარო სკოლაში გაიმართა, მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა გახსნა.
შეხვედრაზე ინკლუზიური განათლების შესახებ არსებულ გამოწვევებზე და საჭიროებებზე დარგის სპეციალისტებთან ერთად საჯარო დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, რუსთავის მერის მოადგილე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მსგავსი ფორმატის საჯარო განხილვები ქვეყნის 15-ზე მეტ მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი. მიზნობრივი ჯგუფების მოსაზრებებს სამინისტრო ინკლუზიური სერვისების განვითარების პროცესში გაითვალისწინებს.
.





