Hot Line 13 00

საცხოვრებელი შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაცია რუსთაველის ქუჩაზე 9 კორპუსში მიმდინარეობს

რუსთავში საცხოვრებელი შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაცია ინტენსიურად ხორციელდება. პროექტი აქტიურ ფაზაშია რუსთაველის ქუჩაზეც სადაც სამუშაოები 9 კორპუსში მიმდინარეობს.

პროცესს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

პროექტი შენობების გამაგრებას, სახურავისა და ფასადის რეაბილიტაციას, დეკორატიული აივნების, გარე განათების, ახალი კარ-ფანჯრების მოწყობას და ისტორიული ქუჩის ავთენტურობის სრულ შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 466 736 ლარით ფინანსდება.