მოქალაქეებთან შეხვედრის პირველი დღე
რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები მოქალაქეებთან აქტიურ კომუნიკაციას განაგრძობენ – ადგილობრივ მცხოვრებლებს გიორგი ტუხაშვილი, ზაზა ტოგონიძე, მიხეილ ბერუაშვილი, სოფიო მაჭარაშვილი და ლელა ლუარსაბიშვილი მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეხვდნენ.
მოქალაქეებმა პირად საჭიროებებსა და საცხოვრებელ კორპუსებთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. დეპუტატებმა მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები ერთობლივად განიხილეს.
17 მარტს უბნის მაჟორიტარ დეპუტატებს გიორგი ჭყონდიდელის, ცამეტი ასურელი მამის, ილია ჭავჭავაძის, ჟიული შარტავას და ნიკოლოზ ბარათაშვილის ოლქის მცხოვრებლები შეხვდებიან.