ძველი რუსთავის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის შესახებ მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გაიმართა
ძველი რუსთავის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის შესახებ მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა ასლანიკაშვილის, კონსტიტუციისა და ბათუმის ქუჩაზე გაიმართა.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა პროექტის შესახებ დეტალები იმ კორპუსების მცხოვრებლებს გააცნეს, სადაც სამუშაოების განხორციელება იწყება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რუსთავის ისტორიულ უბნებში 100 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციას, არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით განახორციელებს – პროექტი ძველი რუსთავის 12 სხვადასხვა ქუჩას მოიცავს.
დაგეგმილია ასლანიკაშვილისა და ბათუმის ქუჩებზე არსებული რეკრეაციული სივრცის სრული რეაბილიტაციაც.
საინფორმაციო ფორმატის სამუშაო შეხვედრაზე საკრებულოს, მერიის და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.











