საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა
რუსთავის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიამ, თავმჯდომარის გრიგოლ ვეფხვაძის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილა.
გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში კომისიის წევრებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მამუკა მამაიაშვილმა გააცნო.
2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცებულმა გეგმამ თავდაპირველად 172 მილიონ 75 ათასი ლარი შეადგინა, წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით ბიუჯეტის პარამეტრები დაზუსტდა და განისაზღვრა 187 მილიონ 198 ათასი ლარით.
ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დადებითი შეფასებით ბიუროზე გადავიდა.
კომისიის სხდომას არ ესწრებოდა პარტია “გირჩის“ წევრი შოთა ზალკალიანი.


