განცხადება ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები ყველა მიმართულებით იქნება უფასო.
მოსალოდნელი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, ავტობუსები იმოძრავებს სამუშაო დღეებში არსებული გრაფიკით და ბოლო ავტობუსი თბილისიდან რუსთავში, ხუთივე მუნიციპალურ მარშრუტზე გამოვა 01:00 საათზე.