ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის მორიგი სხდომა ჩატარდა
საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის კარლო ნოდიას ხელმძღვანელობით კომისიის მორიგი სხდომა ჩატარდა.
დეპუტატებმა მოქალაქეების მიერ აუქციონის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების შესახებ იმსჯელეს.
კომისიამ ასევე განიხილა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და გეგმა.
საკითხები კომისიის წევრებს მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახურის უფროსის მოადგილე გია ანთაურმა გააცნო, რომლებიც დადებითად შეფასდა და ბიუროს გადაეცა.
სხდომას სტუდენტური სტაჟირების პროგრამის „წარმოადგინე შენი ქალაქი“ მონაწილეები დაესწრნენ.






