სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლელა ლუარსაბიშვილი უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა „კულტურული პროექტების მართვის ცენტრის“ და სარეაბილიტაციო – განმავითარებელი ცენტრის „კესანეს“ ანგარიშები მოისმინეს.
ყურადღება გასულ წელს განხორციელებულ პროექტებზე, არსებულ საჭიროებებზე და სამომავლო გეგმებზე გამახვილდა.
მუნიციპალური ცენტრების ანგარიშები დეპუტატებს ხელმძღვანელმა პირებმა, ხატია ფოცხვერაშვილმა და ეკა ნოზაძემ გააცნეს.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ ანგარიშებთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციები და მოსაზრებები გამოთქვეს.
სხდომას რუსთავის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე მარინა ლიპარტელიანი ესწრებოდა.






