Hot Line 13 00

დეპუტატები სამაჟორიტარო ოლქებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ

რუსთავის საკრებულოს დეპუტატები სამაჟორიტარო ოლქებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

პროექტების ფარგლებში, წყალარინებისა და სადრენაჟო სისტემების, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებისა და ფასადების განახლება მიმდინარეობს.

დეპუტატებმა, მერის წარმომადგენლებმა და „რუსთავის კორპუსის“ თანამშრომლებმა, შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით მოსახლეობის რეკომენდაციები მოისმინეს.

საუბარი შეეხო დაგეგმილ პროექტებს, რომლებიც ადგილზე უახლოეს პერიოდში განხორციელდება.