Hot Line 13 00

შეხვედრა სოციალური პედაგოგიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გერმანელ ექსპერტებთან

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში, რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი სოციალური პედაგოგიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გერმანელ ექსპერტებს შეხვდნენ.

დელეგაციის შემადგენლობაში იყო გერმანიის ქალაქ ნოიმიუნსტერის სასწავლო ცენტრის (Elly-Heuss-Klapp-Schule) ხელმძღვანელი რომან შპაუკი.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე ისაუბრეს და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა რუსთავის სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრის ,,კესანეს” დირექტორი ეკა ნოზაძე.

ნიუმიუნსტერის სასწავლო ცენტრის საქმიანობის მიზანი სპეციალური საჭიროებების მქონე პირებთან მომუშავე სპეციალისტების და აღმზრდელების გადამზადებაა.