ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერში ანსამბლ ,,ხალიბის” ვარსკვლავი გაიხსნა

კონკურს-ფესტივალ ,,ქართულის” ფარგლებში ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერში ანსამბლ ,,ხალიბის” ვარსკვლავი გაიხსნა.

საზეიმო ღონისძიებაზე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა და ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელს, ქორეოგრაფებსა და მოცეკვავეებს მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და მომავალი წარმეტებები უსურვეს.

,,ხალიბი” 1960 წელს რუსთავში, პირველი ქართული ხალხური ცეკვების შემსწავლელი სტუდიის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ანსამბლი აქტიურად მონაწილეობს როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთ გამართულ ფესტივალებში და არის მრავალგზის გრამპრის და საპრიზო ადგილის მფლობელი.

ქორეოგრაფიული ანსამბლებისთვის ვარსკვლავის გახსნის ტრაფიცია რუსთავში ფესტივალ ,,ქართულთან” ერთად დაიწყო და ცნობილი ქართველი ლოტბარის სახელობის სკვერში, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ხეივანში ,,რუსთავის” და ,,სალხინოს” გვერდით, ანსამბლ ,,ხალიბის” ვარსკვლავი გაიხსნა.

ღონისძიებაზე საკრებულოს, მერიისა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.