კონკურს-ფესტივალი ,,ქართული” დაიხურა

კონკურს-ფესტივალი ,,ქართული” დაიხურა – საზეიმო ღონისძიება ,,ქართული ხმების” კონცერტით და დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა.

2026 წლის გრანპრის მფლობელი ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ნატო” გახდა – გამარჯვებულ ანსამბლს რუსთავის მერიისგან სპეციალურად დაწესებული ფულადი ჯილდო გადაეცა.

წელს ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ანსამბლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა გერმანიიდან, საბერძნეთიდან და შვედეთიდან.

,,ქართული 2026″ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა.

ცენტრალური პარკის საფესტივალო სივრცეში მრავალფეროვანი პროგრამა 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კონკურს-ფესტივალი რუსთავის მერის ინიციატივით პირველად 2024 წელს ჩატარდა.