მამუკა რეხვიაშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგელი ანსამბლები დააჯილდოვა
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა, კონკურს-ფესტივალის ,,ქართულის” ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგელი ანსამბლები დააჯილდოვა.
მამუკა რეხვიაშვილმა ქორეოგრაფიული ანსამბლების სამხატვრო ხელძღვანელებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ქართული კულტურის, პოპულარიზაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და საკრებულოს თავმჯდომარის სპეციალური პრიზები გადასცა.
წელს პირველად, კონკურს-ფესტივალ “ქართულში” მონაწილეობა გერმანიაში, საბერძნეთსა და შევედეთში მოქმედმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიღეს.
ღონისძიებაზე საკრებულოს დეპუტატები, ქალაქის მერი ნინომ ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლენი ესწრებოდნენ.
კონცერტზე იმყოფებოდნენ რუსთავთან დამეგობრებული ქალაქის – ინეგოლის ოფიციალური დელეგაციის წევრები.
,,ქართული 2026” – 20 ივნისს, ,,ქართული ხმების’’ კონცერტით და დაჯილდოების ცერემონიით დაიხურება.















