რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყო

რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყო. საინფორმაციო შეხვედრას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

რეფორმის ფარგლებში, 300 მძღოლი და 50 კონტროლიორი გადამზადდება. ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლები ტრენინგს, სახელწოდებით – “რთული სიტუაციების მართვა და ეფექტური კომუნიკაცია“ გაივლიან.

კურსის მიზანია, მუნიციპალური სერვისების სატრანსპორტო მიმართულება, კიდევ უფრო კომფორტული გახდეს რუსთაველებისთვის.

მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლების გადამზადება რამოდენიმე ეტაპად მიმდინარეობს – შშმ პირებთან ქცევის ეთიკის კურსი გავლილი აქვს 120 მძღოლს, რთული სიტუაციების მართვის ტრენინგი, კი უკვე 50 კონტროლიორს ჩაუტარდა.

რეფორმის ახალი ეტაპის პრეზენტაცია ციფრული განვითარების სივრცეში გაიმართა.