სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა
საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიგა კიკვაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა ქალაქის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის, დეველოპერული კომპანიების მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტები განიხილეს.
დეპუტატებმა ასევე მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათებით სარგებლობისა და განაშენიანების კოეფიციენტის (K2) განსაზღვრის წესებში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
საკითხები, რომლებიც კომისიის წევრებს მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა გააცნეს, დეპუტატების გადაწყვეტილებით ბიუროს გადაეცა.







