საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მარინა ლიპარტელიანი და გიორგი კოკაია პროექტის ,,მერის ახალგაზრდა წარმომადგენელის“ მონაწილეებს შეხვდნენ
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მარინა ლიპარტელიანი და გიორგი კოკაია პროექტის ,,მერის ახალგაზრდა წარმომადგენელის“ მონაწილეებს შეხვდნენ.
საინფორმაციო შეხვედრაზე მარინა ლიპარტელიანმა ახალგაზრდებს დეტალურად გააცნო წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის სპეციფიკა და დასმულ კითხვებს უპასუხა.
დიალოგის რეჟიმში მიმდინარე შეხვედრაზე პროექტის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ასევე გიორგი კოკაიამ.
შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა საკრებულოსა და მერიის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება არაერთი ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას ემსახურება.
ციფრული განვითარების სივრცეში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს.
,,მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ რუსთავში, ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარე მორიგი პროექტია, რომელიც მონაწილეების მუნიციპალურ საქმიანობაში ჩართულობას და სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას უწყობს ხელს. მონაწილეები, სპეციალურად შექმნილი სასწავლო პროგრამის გავლის, შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში ანაზღაურებად, პრაქტიკულ საქმიანობას დაიწყებენ.
პროექტი ,,ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრისა” და ,,რუსთავის კორპუსის” ერთობლივი თანამშრომლობით შემუშავდა.











