მესხიშვილის ქუჩაზე კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

მესხიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

სამუშაოებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია მე-14 მიკრორაიონის N10, N11 და N12 საცხოვრებელ კორპუსებს უტარდება.

პროექტის მიხედვით, სამივე საცხოვრებელი შენობა თბოსაიზოლაციო მასალით შეიფუთება, აივნებზე მოეწყობა დეკორატიული ელემენტები და არსებული კარ-ფანჯრები ახლით ჩანაცვლდება. შენობების მთელ პერიმეტრზე მოეწყობა სარინარები.
ინფრასტრუქტურული პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 146 674 ლარით ფინანსდება.