რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართეს

რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა მიხეილ მუზაშვილმა, გრიგოლ ვეფხვაძემ, კარლო ნოდიამ, გიგა კიკვაძემ და ბაჩუკი ჩიჩუამ მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართეს.

დეპუტატებმა მოსახლეობის საჭიროებები პირადად მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მრავალბინიან კორპუსებში საერთო სარგებლობის სივრცეების მოწესრიგების, ინდივიდუალური და სოციალური საჭიროებებისა და მუნიციპალური სერვისებით სარგებლობის საკითხებს.