Hot Line 13 00

რუსთავში მორიგი ახალგაზრდული პროექტი – ,,მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი” დაიწყო

რუსთავში მორიგი ახალგაზრდული პროექტი – ,,მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი” დაიწყო.

ღონისძიება ციფრული განვითარების სივრცეში გაიმართა. მონაწილეებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა და ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ მიმართეს.

პირველ ეტაპზე იქმნება ახალი პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც, მოსახლეობას და მუნიციპალიტეტს შორის შუამავლები ახალგაზრდები ხდებიან.

პროექტში საკრებულოს დეპუტატები არიან ჩართული, რომლებიც ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და კონკრეტულ ინიციატივებზე იმუშავებენ.

ღონისძიებას, რუსთავის საკრებულოს დეპუტატები, „რუსთავის კორპუსისა” და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალი პროექტი, რუსთავის მერიის ,,ახალგაზრდობის განათლების და კარიერული განვითარების ცენტრის” და ,,რუსთავის კორპუსის” თანამშრომლობით შემუშავდა.