ცხელი ხაზი 13 00

კოლეჯ „მოდუსში“ კონფერენციის ,,ModuSkill 2026” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მარინა ლიპარტელიანი, მიხეილ მუზაშვილი და გიორგი კოკაია, დეპუტატები და მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი კოლეჯ „მოდუსში“ კონფერენციის – „თანამედროვე ინოვაციური მიდგომები პროფესიულ განათლებაში – ModuSkill 2026” შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრნენ.

ღონისძიება „მოდუსის” დირექტორმა ნინო ქავთარაძემ გახსნა და სასწავლო კონფერენციის მხარდამჭერებს და მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

დასკვნით ეტაპზე სტუდენტებმა და მასწავლებლებმა საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტის ინჟინერიის, დიზაინის, მოდის ტექნოლოგიების და აგრომიმართულებებით შექმნილ პროექტებზე ისაუბრეს – საუკეთესო იდეის ავტორები სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.