Hot Line 13 00

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა

საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიგა კიკვაძე უძღვებოდა.

კომისიამ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე უსახელო ქუჩისთვის მისამართისა და ნუმერაციის მინიჭების საკითხზე იმსჯელა.

დეპუტატებმა ასევე განიხილეს ქალაქის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის, დეველოპერული კომპანიის მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია.

სხდომაზე საკითხი მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი დვალიშვილმა წარადგინა.

განხილული საკითხი დადებითად შეფასდა და ბიუროს გადაეცა.

კომისიის დღეს გამართულ სხდომას სტუდენტური სტაჟირების პროგრამის „წარმოადგინე შენი ქალაქი“ მონაწილეები დაესწრნენ.