რუსთავის საგანმანათლებლო სპორტულ მუზეუმს გიორგი სარდალაშვილის ვერცხლის მედლის ასლი შეემატა
რუსთავის საგანმანათლებლო სპორტულ მუზეუმს, 2026 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონის გიორგი სარდალაშვილის ვერცხლის მედლის ასლი შეემატა.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა ტიტულოვან ძიუდოისტს კიდევ ერთი გამარჯვება პირადად მიულოცა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.
ღონისძიებაზე საკრებულოს დეპუტატები და ქალაქის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ.
ევროპის და მსოფლიო ჩემპიონს, 2026 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონს პატარა ძუდოისტებიც შეხვდნენ და მუზეუმის ექსპოზიცია მასთან ერთად დაათვალიერეს.
რუსთავის სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმი, 2024 წელს გაიხსნა და 2 წლის განმავლობაში, 20 ათასამდე სტუმარს და სპორტსმენ-მოსწავლეს უმასპინძლა.






