ცხელი ხაზი 13 00

რუსთავის საკრებულოში პირველად, სტუდენტური სტაჟირების პროგრამა ,,წარმოადგინე შენი ქალაქი” დაიწყო

რუსთავის საკრებულოში პირველად, სტუდენტური სტაჟირების პროგრამა ,,წარმოადგინე შენი ქალაქი” დაიწყო.

პროექტი ოფიციალურად საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე გაიხსნა – საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და თავმჯდომარის მოადგილეები ახალგაზრდებს პირადად შეხვდნენ, მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს, აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

სტაჟირების პროგრამის მონაწილეები, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში აქტიურად დააკვირდებიან წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის სპეციფიკას – დაესწრებიან საკრებულოსა და კომისიების სხდომებს და მონაწილეობას მიიღებენ აპარატის ყოველდღიურ საქმიანობაში.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ერთობლივი პროექტის მიზანი სტუდენტების ინფორმირება და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე მათი კარიერული ზრდის ხელშეწყობაა.

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ ახალგაზრდებს ორენოვანი სერთიფიკატები გადაეცემათ.