ცხელი ხაზი 13 00

სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის რიგით N6 სხდომა გაიმართა

საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის რიგით N6 სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ამირან ჯანჯღავა უძღვებოდა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

ცვლილების მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შინაური ცხოველების წესის დარღვევით გადაადგილებისას, სამართლებრივ რეაგირებას მუნიციპალიტეტის ,,ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი” მოახდენს.

ახალი წესის თანახმად, საზოგადოებრივ ადგილებში ან ტრანსპორტში მოქალაქე შინაურ ცხოველთან ერთად გადაადგილებისას ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები: ძაღლი უნდა იყოს საბელით ან ალიკაპით, კატა – კონტეინერში ან სპეციალურ ჩანთაში – წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახური შეადგენს საჯარიმო ქვითარს.

კომისიამ ასევე განიხილა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირუტყვის გადასარეკად გამოსაყენებელი ქუჩების სია.

საკითხები კომისიის წევრებს მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილმა წარუდგინა.

განხილული საკითხები დადებითად შეფასდა და ბიუროს გადაეცა.