სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიამ მორიგი სხდომა გაიმართა
საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიამ მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ამირან ჯანჯღავა უძღვებოდა.
დეპუტატებმა საკრებულოს დადგენილებებში შესატან ტექნიკურ ცვლილებებზე იმსჯელეს, რომლებიც მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოსთვის, საჯარიმო ქვითრისა და ოქმის შედგენის, ასევე შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესების კორექტირებას ითვალისწინებს.
კომისიამ ასევე განიხილა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულებაში შესატანი ცვლილებები.
საკითხები, რომლებიც კომისიის წევრებს მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა გააცნეს, პროცედურის მიხედვით ბიუროს სხდომას გადაეცა.







