რუსთავის სპორტის სასახლეში ფრენბურთის ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
რუსთავის სპორტის სასახლეში რეგიონის საჯარო სკოლებს შორის ჩატარებული ფრენბურთის ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მიხეილ მუზაშვილი, გიორგი კოკაია, დეპუტატები, რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, მანდატურის სამსახურის უფროსი პავლე მაჭარაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ტურნირში რეგიონის 15 სკოლა მონაწილეობდა – საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებსა და მოსწავლეებს შესაბამისი ჯილდოები და საჩუქრები გადაეცათ.
სპორტული ასპარეზობა ფსიქოაქტიური ნივთიერებების არასწორი მოხმარების პრევენციის კამპანიის, „მე მომავალში“, ფარგლებში გაიმართა, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.







